მსოფლიოში მილიარდერების უდიდესი ნაწილი კვლავ რამდენიმე წამყვან მეგაპოლისშია თავმოყრილი.

მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა რეგიონების მიხედვით განსხვავებული ტემპით ვითარდება, უმდიდრესი ადამიანებისთვის ფინანსური, ტექნოლოგიური და საინვესტიციო ცენტრები კვლავ მთავარ მიზიდულობის ადგილებად რჩება.

Visual Capitalist-ის მონაცემების მიხედვით, 2026 წლის მონაცემებით, მილიარდერების რაოდენობით კვლავ ნიუ-იორკი ლიდერობს, თუმცა, ამავდროულად ჩინეთის ქალაქები, მათ შორის, შენჟენი, შანხაი და პეკინი, მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქების სიაში წამყვან პოზიციებს იკავებენ.

უფრო კონკრეტულად, 10 ქალაქი, სადაც ყველაზე მეტი მილიარდერია თავმოყრილი, ასე გამოიყურება:

ნიუ-იორკი (აშშ) – 146 მილიარდერი;
შენჟენი (ჩინეთი) – 132 მილიარდერი;
შანხაი (ჩინეთი) – 120 მილიარდერი;
პეკინი (ჩინეთი) – 107 მილიარდერი;
ლონდონი (გაერთიანებული სამეფო) – 102 მილიარდერი;
მუმბაი (ინდოეთი) – 95 მილიარდერი;
ჰონგ-კონგი (ჩინეთი) – 88 მილიარდერი;
სან-ფრანცისკო (აშშ) – 86 მილიარდერი;
მოსკოვი (რუსეთი) – 82 მილიარდერი;
ჰანჯოუ (ჩინეთი) – 65 მილიარდერი.