მასშტაბური თაღლითობა რუსთავში:იმპორტიორმა $50 000-მდე მიითვისა

19.06.2026 Newsroom სიახლე 129
მასშტაბური თაღლითობა რუსთავში:იმპორტიორმა $50 000-მდე მიითვისა

რუსთავში, სადაც საქართველოს ყველაზე დიდი ავტობაზრობა მდებარეობს, პოლიციამ ავტოიმპორტიორი დააკავა, რომელსაც ბრალად მოქალაქეების კუთვნილი თანხების თაღლითურად მითვისება ედება.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა დროს მოქალაქეებს იაპონიიდან ავტომობილების იმპორტს ჰპირდებოდა, რისთვისაც მათგან 4 900 დოლარი და 42 110 ლარი აიღო. თუმცა, მან ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა და თანხა მიითვისა, — აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მამაკაცი დაკავებულია.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის „დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის“ მუხლით მიმდინარეობს. ბრალდებულს 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე