ურეკში ზღვის დინების მიერ გატაცებული მამაკაცი დაიღუპა

20.06.2026 Newsroom სიახლე 125
ურეკში ზღვის დინების მიერ გატაცებული მამაკაცი დაიღუპა

ურეკში ზღვის დინებამ ოთხი ადამიანი გაიტაცა. მაშველებმა წყლიდან ყველა მათგანის ამოყვანა შეძლეს, თუმცა ერთ-ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

კერძოდ, ერთ-ერთი დაზარალებული კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ადგილზე მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მკურნალობდა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპული 21 წლის ახალგაზრდაა.

სამი გადარჩენილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დეტალები ამ დროისთვის არ ვრცელდება, თუმცა, არსებული მონაცემებით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მასალა მომზადებულია apsny.ge-ზე დაყრდნობით.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე