საქართველოს მოსახლეობის მიერ მოხმარებული ძირითადი პროდუქტების წლიური მაჩვენებელი გაიზარდა. ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში „საქართველოს სოფლის მეურნეობა 2025“, რომელიც ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებისა და მოსახლეობის კვების რაციონის დინამიკას აჩვენებს.

სასურსათო ბალანსების მიხედვით, თითქმის ყველა ძირითად კომპონენტში მოხმარების ზრდა ფიქსირდება, კლება კი მხოლოდ ხორცის გარკვეულ სახეობებში შეინიშნება. აღსანიშნავია, რომ დღემდე გამოწვევად რჩება სტრატეგიულ მიმართულებებში ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებელი.

საქსტატის მიხედვით, ერთი ადამიანის საშუალო წლიური მოხმარება ასე გამოიყურება: (2025 წელი)

რძე და რძის პროდუქტები : 201 კილოგრამი (2024 წელს 194 კილოგრამი)
კვერცხი: 166 ერთეული (2024 წელს 163 ერთეული).
ხორბლის ფქვილი: 111 კილოგრამი (2024 წელს 108 კილოგრამი).
ბოსტნეული: 60 კილოგრამი (2024 წელს 55 კილოგრამი).
კარტოფილი: 48 კილოგრამი (2024 წელს 47 კილოგრამი).
სიმინდი: 36 კილოგრამი (2024 წელს 33 კილოგრამი).
ყურძენი და ღვინო: 18 კილოგრამი (2024 წელს 15 კილოგრამი).
რაც შეეხება ხორცპროდუქტებს, აქ მაჩვენებლები ასე ნაწილდება:

ფრინველის ხორცი: 22 კილოგრამი (2024 წელს 23 კილოგრამი ).
ღორის ხორცი: 16 კილოგრამი (2024 წელს 15 კილოგრამი).
საქონლის ხორცი: 8 კილოგრამი (2024 წელს 9 კილოგრამი).
ცხვრისა და თხის ხორცი: 1 კილოგრამი (მაჩვენებელი არ შეცვლილა).