ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

19.06.2026 Newsroom სიახლე 154
ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ

უკრაინული მედიის ინფორმაციით, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველად, ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 6 თვის ნაცვლად 12 თვით გახანგრძლივდეს.

გადაწყვეტილება ევროპული საბჭოს სხდომის შედეგების შემდეგ მიიღეს, რომელიც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მონაწილეობით დაიწყო და მისი წასვლის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებთან ერთად გაგრძელდა.

„უკრაინის საკითხზე დისკუსია დასრულდა. ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების 12 თვით გახანგრძლივება გადაწყვიტეს“, — განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მარია ტომასიკმა ჟურნალისტებთან

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე