ოქროს ფასმა მცირედით იკლო – რა ღირს გრამიოქროს ფასმა მცირედით იკლო – რა ღირს გრამი
მსოფლიოში ოქროს ფასმა მცირედით იკლო. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 284 დოლარი ღირს, როცა გუშინ უნციის ფასი 4 320 დოლარს შეადგენდა. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასი 1.69%-ით შემცირდა.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 68.4 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 3.36%-ით დაკლებული მაჩვენებელია.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 381 ლარი ღირს, 750 სინჯის – 286 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 223 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 5.96 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.21 ლარი ღირს.