როდის ჩატარდება სამაგისტრო და საგრანტო გამოცდები?

17.06.2026 Newsroom სიახლე 151
როდის ჩატარდება სამაგისტრო და საგრანტო გამოცდები?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სამაგისტრო და საგრანტო გამოცდების ჩატარების თარიღები გამოაცხადა.

გთავაზობთ 2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების განრიგს:

23 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა;

24 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა.

სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 2026 წელს 17 ივლისს (მეორე სესია) გაიმართება.

დეტალური ინფორმაცია გამოცდაზე გამოცხადების დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე