ახალქალაქში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. პროექტი, რომლის შესახებაც უკვე რამდენიმე წელია საუბრობენ, რეალიზაციის ეტაპზე გადავიდა.

სკვერი ქალაქის შესასვლელში, დიდი ქართველი პოეტის, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე ეწყობა. პროექტის ავტორთა ჩანაფიქრით, ეს ადგილი ახალ, კეთილმოწყობილ საზოგადოებრივ სივრცედ და ახალქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად უნდა იქცეს.

პროექტის მიხედვით, აქ შეიქმნება სასეირნო ზონები, დამონტაჟდება სკამები და განათება, გაჩნდება ლანდშაფტური დიზაინის ელემენტები და დეკორატიული ინსტალაცია. ასევე გათვალისწინებულია კიბის მშენებლობა, რომელიც სკვერს ქალაქის ზედა ნაწილთან დააკავშირებს.

Shota Rustaveli - 1

Shota Rustaveli - 1

Shota Rustaveli - 1

პროექტის რეალიზაცია არაერთხელ გადაიდო საპროექტო დოკუმენტაციაში ცვლილებების შეტანისა და ახალი ტენდერების ჩატარების აუცილებლობის გამო. სკვერის მშენებლობა ჯერ კიდევ 2024 წელს დაიწყო. დღეს ტერიტორიაზე უკვე ჩანს კიბის კარკასი, რომელიც ახალქალაქის ციხესიმაგრესთან, ბენზინგასამართ სადგურთან იწყება და ქვემოთ, ძეგლისკენ ეშვება.

სავარაუდოდ, სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქი დასვენების, სეირნობისა და თავისუფალი დროის გატარებისთვის კიდევ ერთ სივრცეს შეიძენს, ახალქალაქის შესასვლელი კი ბევრად უფრო მიმზიდველი გახდება როგორც ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის.

ახალქალაქში შოთა რუსთაველის სახელობის სკვერის პროექტის რეალიზაციას თან სდევდა მთელი რიგი სირთულეები, რის გამოც მისი მშენებლობის ვადები არაერთხელ შეიცვალა.

მოსამზადებელი სამუშაოებისა და საყრდენი კედლის მშენებლობის დაწყების შემდეგ, პირვანდელ პროექტში ცვლილებების შეტანის აუცილებლობა გაჩნდა. მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მომავალი სკვერის ტერიტორიის გაფართოებისა და მისი ახალი ინფრასტრუქტურული ელემენტებით შევსების შესახებ. ამან განახლებული საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება და ახალი ტენდერების გამოცხადება მოითხოვა.

Shota Rustaveli - 1

დამატებითი სირთულეები კონტრაქტორი კომპანიის შერჩევის დროსაც შეიქმნა. რამდენიმე ტენდერი მონაწილეების არარსებობის ან წარდგენილ დოკუმენტაციაში აღმოჩენილი ხარვეზების გამო ჩაიშალა. შედეგად, პროცესი რამდენიმე თვით გაჭიანურდა.

ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს ასევე წარმოადგენდა სკვერის ტერიტორიაზე მოსახერხებელი მისასვლელის უზრუნველყოფა, რადგან ის ქალაქის შესასვლელთან, შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს. ამ პრობლემის გადასაჭრელად პროექტში დამატებითი ინფრასტრუქტურული ელემენტები შეიტანეს, მათ შორის კიბე, რომელიც სკვერს ქალაქის ზედა ნაწილთან დააკავშირებს.

Shota Rustaveli - 1

ტენდერში თბილისურმა კომპანია „პარამეტრმა“ გაიმარჯვა, რომელმაც სამუშაოების შესრულება 440 000 ლარად შემოგვაზა; ტენდერის თავდაპირველი შესყიდვის ღირებულება კი 458 829 ლარს შეადგენდა.