„ერთად ძალადობის და დაუსჯელობის წინააღმდეგ” – ამ ლოზუნგით მოქალაქეები ფილარმონიიდან საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

შაბათის ტრადიციული მარში დღეს უკავშირდება “ტვ.პირველის” ეთერში გასულ კადრებს,

სადაც ჩანს, თუ როგორ სცემენ სამართალდამცველები პოლიციის განყოფილებაში მოქალაქეებს.

მსვლელობის მონაწილეებს უჭირავთ ბანერები შემდეგი წარწერებით: “სისტემა უნდა დაინგრეს”, “სისხლიანი 14 წელი”, “როცა პოლიცია ძალადობს, ვის მივმართოთ?!”.

ასევე უჭირავთ საპროტესტო აქციის დროს დაშავებული იმ მოქალაქეების ფოტოები, რომელზეც მათი თქმით, პოლიციამ იძალადა.

„ბრძოლა ბოლომდე”- სკანდირებენ აქციის მონაწილეები.