აპრილში საქართველოში ფულადი გზავნილების ძირითადი წყაროები ევროკავშირის ქვეყნები და აშშ იყო

11.06.2026 Newsroom სიახლე 156
აპრილში საქართველოში ფულადი გზავნილების ძირითადი წყაროები ევროკავშირის ქვეყნები და აშშ იყო

აპრილში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა წლიურ ჭრილში 7,6%-ით გაიზარდა და 318,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამავდროულად, საქართველოდან საზღვარგარეთ გადარიცხული სახსრების მოცულობა 10,2%-ით გაიზარდა და 35,2 მლნ აშშ დოლარს მიაღწია“, — ნათქვამია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

ცენტრალური ბანკის მონაცემებით, ზრდაში ძირითადი წვლილი შეიტანა ევროკავშირის ქვეყნებიდან განხორციელებულმა ფულადმა გზავნილებმა, რაც წლიურ ჭრილში 6,8%-ით გაიზარდა. აშშ-დან გზავნილების ზრდა 8,0%-ით გაგრძელდა. ისრაელიდან ფულადი გზავნილები წლიურად 22,9%-ით გაიზარდა.

„აპრილში ფულადი გზავნილების ძირითადი წყაროები იყო ევროკავშირის ქვეყნები 44,5%-იანი წილით, აშშ — 18,3%-ით და რუსეთი — 13,2%-ით. ევროკავშირის ქვეყნებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი წილი იტალიაზე (16,8%), გერმანიასა (9,0%) და საბერძნეთზე (8,0%) მოდის“, — აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე