მსოფლიოში ოქროსა და ვერცხლის ფასი სტაბილურ მაჩვენებელზეა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 169 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 2.18%-იან კლებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 63.8 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 1.99%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ძვირფასი ლითონების ფასი მიმდინარე წლის 23 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მაშინ ერთი უნცია ოქრო 4 400 დოლარამდე ღირდა, ვერცხლი კი 69.2 დოლარი.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 381 ლარი ღირს, 750 სინჯის – 285 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 223 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 5.87 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.14 ლარი ღირს.