არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი ვაჭრობის სფეროში დაფიქსირდა

08.06.2026 Newsroom სიახლე 134
არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების დარღვევის ყველაზე მეტი ფაქტი ვაჭრობის სფეროში დაფიქსირდა

შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმაციით, ყველაზე ხშირად 18 წლამდე არასრულწლოვნის შრომითი უფლებების დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა საბითუმო და საცალო ვაჭრობის საქმიანობების სექციაში.

ამასთან, შრომის ინსპექციის სამსახურის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ და „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული 18 წლამდე არასრულწლოვანის შრომითი უფლებების აღსრულებაზე ზედამხედველობის შედეგად 2025 წლის საანგარიშო პერიოდში დარღვევა გამოვლინდა 16 სამუშაო ადგილზე 26 არასრულწლოვანთან მიმართებით, მათ შორის:

საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსით“ განსაზღვრული ნორმების დარღვევა 15 სამუშაო ადგილზე, 25 არასრულწლოვანთან მიმართებით;

საქართველოს ორგანული კანონის ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“ მეხუთე მუხლის მეექვსე პუნქტის დარღვევა 1 სამუშაო ადგილზე, 1 არასრულწლოვანთან მიმართებით.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე