გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 8-დან 10 ივნისამდე ახალქალაქსა და აღმოსავლეთ საქართველოს სხვა მაღალმთიან რაიონებში თბილი ამინდია მოსალოდნელი, ადგილობრივად შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.
გთავაზობთ ამინდის დეტალურ პროგნოზს დღეების მიხედვით:
8 ივნისი – ორშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში – ცვალებადი ღრუბლიანობა. ადგილებად ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ღამით ზოგან შესაძლებელია ძლიერი სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა მაღალმთიანეთში ღამით +4, +9°, დღისით +18, +23° იქნება.
9 ივნისი – სამშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში – ცვალებადი ღრუბლიანობა. ღამით ადგილებად, დღისით კი რაიონების უმეტესობაში ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი სეტყვაა მოსალოდნელი. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა მაღალმთიანეთში ღამით +5, +10°, დღისით +11, +16°, ადგილობრივად +20°-მდე იქნება.
10 ივნისი – ოთხშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში – ცვალებადი ღრუბლიანობა. ადგილებად ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. ზოგან შესაძლებელია ძლიერი სეტყვა. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მ/წმ სიჩქარით. ჰაერის ტემპერატურა მაღალმთიანეთში ღამით +4, +9°, დღისით +15, +20° იქნება.