ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 30 სოფლისთვის უკვე მომზადდა სახელმწიფო პროგრამის — „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოების პროექტები. მოსახლეობის მიერ შერჩეული პროექტების დასასრულებლად მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 830 478 ლარი გამოყო. დანარჩენი სოფლებისთვის დამატებითი დაფინანსების ოდენობა პროექტების მომდევნო პაკეტის მომზადების შემდეგ გახდება ცნობილი.
პროგრამის – „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სამუშაო პროექტების მომზადება გრძელდება. ამ ეტაპზე მზად არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის 30 სოფლის პროექტი. ამასთან დაკავშირებით, მერიამ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 830 478 ლარი გამოყო იმ სამუშაოების თანადაფინანსებისთვის, რომლებიც მოსახლეობამ პროგრამის ფარგლებში შეარჩია.
მოქმედი წესების მიხედვით, ადგილობრივ ბიუჯეტს შეუძლია სოფლებს დამატებით გამოუყოს სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული თანხის 200%-მდე, რაც დაგეგმილი პროექტების სრულად დასრულების შესაძლებლობას იძლევა.
დანარჩენი სოფლების პროექტები ჯერ კიდევ მომზადების პროცესშია, რის გამოც მათთვის დამატებითი დაფინანსების მოცულობა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
დანარჩენი სოფლების პროექტები ჯერ კიდევ მომზადების პროცესშია, რის გამოც მათთვის დამატებითი დაფინანსების მოცულობა ჯერჯერობით განსაზღვრული არ არის.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა, არა მოვსესიანმა განაცხადა, რომ დამპროექტებლისგან პროექტების მეორე პაკეტი ჯერ არ შესულა.
„პროექტების მეორე პაკეტი 15 ივნისს უნდა გადმოგვცენ. ამის შემდეგ განვსაზღვრავთ დანარჩენი სოფლებისთვის დამატებითი სახსრების მოცულობას“, — აღნიშნა არა მოვსესიანმა.
საკრებულოს ბოლო სხდომაზე, დილისკის ტერიტორიული ორგანოს დეპუტატი გაგიკ გაბრიელიანი მანამდე შერჩეული პროექტის შეცვლის შესაძლებლობით დაინტერესდა. მისი თქმით, სოფელ დილისკის მცხოვრებლები დაგეგმილი სამუშაოს ჩანაცვლების ვარიანტს განიხილავენ. თუმცა, როგორც არა მოვსესიანმა განაცხადა, ამ დროისთვის არცერთ სოფელს ოფიციალურად არ შეუცვლია შერჩეული პროექტი.
ქვემოთ მოცემულია იმ სოფლების სია, რომლებსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები უკვე გამოეყოთ:
არაგვა – ძირითად თანხაზე (20 000 ლარი) გამოყოფილია 40 000 ლარი.
დილისკა – ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 31 890 ლარი.
ალასტანი – ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 32 000 ლარი.
ვარევანი – ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 32 000 ლარი.
არაგვა – ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 32 000 ლარი.
თოთხამი – ძირითად თანხაზე (10 000 ლარი) გამოყოფილია 20 000 ლარი.
კორხი – ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 31 800 ლარი.
ბარალეთი — ძირითად თანხაზე (12 000 ლარი) გამოყოფილია 32 000 ლარი.
პატარა სამსარი — ძირითად თანხაზე (12 000 ლარი) გამოყოფილია 21 500 ლარი.
გომანი – ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 16 800 ლარი.
თურცხი – ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 31 100 ლარი.
ბალხო – ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 20 800 ლარი.
კარტიკამი – ძირითად თანხაზე (20 000 ლარი) გამოყოფილია 40 000 ლარი.
ხულგუმო – ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 32 000 ლარი.
დილისკა — ძირითად თანხაზე (20 000 ლარი) გამოყოფილია 40 000 ლარი.
ჩუნჩხა — ძირითად თანხაზე (12 000 ლარი) გამოყოფილია 20 000 ლარი.
ხორენია — ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 31 800 ლარი.
კოჩიო — ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 31 600 ლარი.
ბეჟანო — ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 16 580 ლარი.
ალათუმანი — ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 31 800 ლარი.
სირქვა — ძირითად თანხაზე (10 000 ლარი) გამოყოფილია 20 000 ლარი.
კუმურდო — ძირითად თანხაზე (20 000 ლარი) გამოყოფილია 40 000 ლარი.
დადეში — ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 23 600 ლარი.
კარწახი — ძირითად თანხაზე (16 000 ლარი) გამოყოფილია 24 100 ლარი.
მარტუნი ხოსპიო — ძირითად თანხაზე (24 000 ლარი) გამოყოფილია 46 108 ლარი.
ფილიპოვკა — ძირითად თანხაზე (10 000 ლარი) გამოყოფილია 5 000 ლარი.
ზაკი — ძირითად თანხაზე (12 000 ლარი) გამოყოფილია 18 000 ლარი.
გოგაშენი — ძირითად თანხაზე (12 000 ლარი) გამოყოფილია 24 000 ლარი.
აფნია — ძირითად თანხაზე (10 000 ლარი) გამოყოფილია 20 000 ლარი.
აზმანა — ძირითად თანხაზე (12 000 ლარი) გამოყოფილია 24 000 ლარი.