2026 წელს ევროპის იმ ქალაქებს შორის, სადაც დასვენება შედარებით იაფი ჯდება, კვლავ აღმოსავლეთ ევროპა ლიდერობს, – ამის შესახებ ირკვევა Post Office Travel Money-ის მიერ მომზადებული კვლევიდან.

კვლევა აჩვენებს, დაახლოებით რა უჯდებათ წელს ტურისტებს მოკლევადიანი ვიზიტი ევროპის სხვადასხვა ქალაქში. აღნიშნული ხარჯები მოიცავს 2 ადამიანისთვის 12 სხვადასხვა ტიპის გასავალს, მათ შორის, სასტუმროს ფასს, კვებას, ქალაქში ტრანსპორტირებას, ტურისტულ აქტივობებსა და სხვა.

მონაცემები აჩვენებს, რომ სხვა ქალაქებთან შედარებით, ორი ადამიანისთვის მოკლევადიანი დასვენება ყველაზე იაფი სარაევოშია, მას კი მოსდევს ბუქარესტი და ტირანა.

ევროპის 10 ყველაზე იაფი ქალაქი დასვენებისთვის
სარაევო – 286 ევრო;
ბუქარესტი – 298 ევრო;
ტირანა – 304 ევრო;
ბელგრადი – 306 ევრო;
ტრენჩინი – 314 ევრო;
რიგა – 321 ევრო;
ლილი – 334 ევრო;
ვილნიუსი – 334 ევრო;
სტრასბურგი – 369 ევრო;
პოდგორიცა – 384 ევრო.
აღსანიშნავია, რომ ევროპის იმ ქალაქებს შორის, სადაც ტურისტებს წელს დასვენება შედარებით ყველაზე ძვირი უჯდებათ, ოსლო, კოპენჰაგენი და ედინბურგი ლიდერობენ.

ევროპის 10 ყველაზე ძვირი ქალაქი დასვენებისთვის
ოსლო – 849 ევრო;
კოპენჰაგენი – 776 ევრო;
ედინბურგი – 772 ევრო;
ჟენევა – 745 ევრო;
ბარსელონა – 741 ევრო;
დუბლინი – 706 ევრო;
ამსტერდამი – 704 ევრო;
კორკი – 696 ევრო;
ვენეცია – 671 ევრო;
მადრიდი – 671 ევრო.