დღეს, 26 მაისს, ახალქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართა. ღონისძიებები ორგანიზებული იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი თანამშრომლობით.

26 maya - 1

დღესასწაული მოსახლეობას მიულოცეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა, სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ სერგი მუშკუდიანმა, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ რუბენ პალიანმა და ახალქალაქის მერის მოადგილემ თეიმურაზ მჭედლიძემ.

26 maya - 1

26 maya - 1

სადღესასწაულო ღონისძიებები ქალაქის ცენტრალურ პარკში გაიმართა. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენა მცხოვრებლებისა და სტუმრებისთვის 11:00 საათიდან გაიხსნა. პარკში ასევე ხელმისაწვდომია კვების ზონა, ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნამუშევრებისა და პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა.

26 maya - 1

26 maya - 1

26 maya - 1

ბავშვებმა ისიამოვნეს გასართობი და საგანმანათლებლო აქტივობებით, მათ შორის ყვავილების გვირგვინების დამზადების ვორქშოფებით, სახეზე მოხატვით, სპორტული თამაშებითა და ზღაპრის გმირებთან შეხვედრებით.

დღის განმავლობაში სტუმრებისთვის მოეწყო მსვლელი ორკესტრის მუსიკალური გამოსვლები, ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი, საანიმაციო პროგრამები და საპნის ბუშტების შოუ. 17:10 საათზე კვარტეტმა „უნისონმა“ შეასრულა საქართველოს ჰიმნი, რასაც მოჰყვა გალა-კონცერტი.

26 maya - 1

26 maya - 1

26 maya - 1

საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ყოველ წელს 26 მაისს აღნიშნავს. სწორედ ამ დღეს, 1918 წელს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ თბილისში მიიღო დამოუკიდებლობის აქტი, რითაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა.

26 maya - 1