ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯებით ამერიკის შეერთებული შტატები მსოფლიოში პირველ ადგილზეა. როგორც Visual Capitalist-ი წერს, აშშ-ს ხარჯი ერთ სულ მოსახლეზე 13.5 ათას დოლარს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ხარჯებით ნომერ პირველია, ჯანდაცვის ხარისხის კუთხით მსოფლიოში მე-40 ადგილს იკავებს.
Visual Capitalist-ის მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის ჯანდაცვა ტაივანს აქვს. მისი ჯანდაცვის ხარჯები ერთ სულ მოსახლეზე 2.4 ათას დოლარს შეადგენს.
საუკეთესო ჯანდაცვის სისტემები ყოველთვის ყველაზე ძვირი არ არის
მონაცემები აჩვენებს, რომ ყველაზე ძლიერი ჯანდაცვის სისტემები ყოველთვის ყველაზე ძვირი არ არის. მაღალი შედეგები ხშირად მიიღწევა არა დიდი ხარჯებით, არამედ ხელმისაწვდომობაზე, პრევენციასა და ეფექტურ მენეჯმენტზე ფოკუსირებით.
ტაივანი ამის ერთ-ერთი საუკეთესო შემთხვევაა: მისი ერთიანი გადამხდელის სისტემა თითქმის მთელ მოსახლეობას ფარავს – ადმინისტრაციული ხარჯებიც შედარებით დაბალია.
ტაივანის მსგავსი მიდგომა აქვთ სამხრეთ კორეასა და იაპონიასაც. ორივე ქვეყანა უზრუნველყოფს უნივერსალურ ჯანდაცვას და აქვს საავადმყოფოების ფართო, კარგად განვითარებული ქსელი, რაც მოსახლეობის მაღალ კმაყოფილებას და ეფექტურ მომსახურებას განაპირობებს.
10 ქვეყანა, რომელსაც საუკეთესო ჯანდაცვის სისტემა აქვს, ასე გამოიყურება (რეიტინგი ასახავს 2026 წლისთვის არსებულ მონაცემებს):
ტაივანი – ჯანდაცვის ინდექსი 87.1 (ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯი 2.4 ათასი დოლარი);
სამხრეთ კორეა – ჯანდაცვის ინდექსი 82.9 (ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯი 3.1 ათასი დოლარი);
ნიდერლანდები – ჯანდაცვის ინდექსი 81.5 (ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯი 6.8 ათასი დოლარი);
იაპონია – ჯანდაცვის ინდექსი 80.1 (ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯი 3.6 ათასი დოლარი);
ავსტრია – ჯანდაცვის ინდექსი 78.9 (ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯი 6.7 ათასი დოლარი);
ეკვადორი – ჯანდაცვის ინდექსი 77.7 (ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯი 509 დოლარი);
ფინეთი – ჯანდაცვის ინდექსი 77.6 (ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯი 5.5 ათასი დოლარი);
ტაილანდი – ჯანდაცვის ინდექსი 77.5 (ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯი 327 დოლარი);
დანია – ჯანდაცვის ინდექსი 77.2 (ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯი 6.7 ათასი დოლარი);
ესპანეთი – ჯანდაცვის ინდექსი 77.2 (ერთ სულ მოსახლეზე ჯანდაცვის ხარჯი 3.1 ათასი დოლარი).