8 მაისს, ახალქალაქის კულტურის სახლში თეატრალური წარმოდგენა გაიმართა. კულტურის სახლის თეატრალურმა დასმა ჰოვანეს თუმანიანის „უძლეველი მამალი“ დადგა.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ რაიონის სხვადასხვა სოფლის 4-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებმაც მაქსიმუმი გააკეთეს იმისათვის, რომ მაყურებლის წინაშე რაც შეიძლება ლამაზად და ღირსეულად წარმდგარიყვნე
კულტურის სახლის ხელმძღვანელმა, ალიკ ქსპოიანმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა რაიონის ხელმძღვანელობას კულტურის სახლის მცირე დარბაზის რეაბილიტაციისა და გათბობის სისტემის მოწყობისთვის, რისი წყალობითაც დღეს მათ ამ ღონისძიების ორგანიზება შეძლეს.
მცირე დარბაზი სავსე იყო მაყურებლით, რომლებმაც ბავშვების წარმოდგენა დიდი სიამოვნებით ნახეს.