საქართველოში საარსებო შემწეობას მოსახლეობის 17.9% იღებდა – ამის შესახებ აღნიშნულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2025 წლის მონაცემებში.
კერძოდ, საქსტატის ცნობით, გასულ წელს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 704 713 ადამიანს შეადგენდა, აქედან 240 381 ადამიანი ისეთ ოჯახში ცხოვრობდა, რომლის ერთი წევრი სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში მონაწილეობდა და შედეგად 4 წლით ჰქონდათ შენარჩუნებული სოციალური დახმარება.
საქსტატის ცნობითვე, 2025 წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 3 930 400-ს შეადგენდა.
საგულისმოა ისიც, რომ 2024 წელს შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 671 337 ადამიანს შეადგენდა.