საქართველოში დაკავებულია „წითელი ცირკულარით“ ძებნილი თურქეთის მოქალაქე

25.04.2026 Newsroom სიახლე 315
საქართველოში დაკავებულია „წითელი ცირკულარით“ ძებნილი თურქეთის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საერთაშორისო დონეზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის რესპუბლიკების მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული მ.ი. ბათუმში დააკავეს.

დაკავებული, თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე, სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე იძებნებოდა.

ამჟამად დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.

ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

თეგები: კრიმინალი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე