22 აპრილს, ახალქალაქის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა 1915 წლის 24 აპრილს – სომეხთა გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას.
ღონისძიების განმავლობაში გაჟღერდა გამოსვლები, რომლებიც მიმართული იყო ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებისკენ და ხაზს უსვამდა საერთაშორისო აღიარების მნიშვნელობას.
ღონისძიებაში განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ბავშვების მონაწილეობა: მათ წარადგინეს სიმბოლური დადგმები და სიტყვები, რომლებიც გადმოსცემდნენ მეხსიერების უწყვეტობის იდეას. ბავშვების ემოციურმა გამოსვლებმა დამსწრეებს კიდევ ერთხელ დაუმტკიცა, რომ კავშირი თაობებს შორის მტკიცე და ცოცხალი რჩება.
სცენაზე წარმოდგენილმა ეპიზოდებმა მაყურებელს აჩვენა, რომ ისტორიის, ტკივილისა და ხოცვა-ჟლეტის შესახებ მეხსიერება სისხლით გადაეცემა და ცხოვრობს ყველა ემოციურ სფეროში; ეს აიძულებს ადამიანს, ხელახლა გაითავისოს ეს ტრაგედია, მეხსიერებაში კვლავ გააცოცხლოს მთელი ერის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული და მოითხოვოს კომპენსაცია მილიონობით დასახიჩრებული სიცოცხლისა და ბედისთვის, სამშობლოს დაკარგვისთვის, რაც დღემდე გრძელდება.
ეს ღონისძიება იქცა მოწოდებად – რათა სომხებმა იცოცხლონ და სიცოცხლე შესძინონ ერს, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები და დაექვემდებარა მასობრივ მკვლელობებს, თუმცა დატოვა უზარმაზარი კულტურული და ეროვნული მემკვიდრეობა, რომელიც არასოდეს წაიშლება, მიუხედავად იმისა, თუ რა საზღვრებს დაადგენს კაცობრიობა.
მასალის ავტორი: არეგნაზ ლულუკიანი