საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტო ქვეყანაში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 23-24 აპრილს საქართველოში კვლავ მოსალოდნელია პერიოდული ნალექი, ზოგან შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ძლიერი ქარი, ხოლო მაღალმთიან რაიონებში ზვავის საშიშროებაა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე — წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან რაიონებში — მეწყრულ-სელაფური პროცესების ჩასახვა და გააქტიურება (საფრთხის დონე — საშუალო).