ახალქალაქელმა ნორჩმა კარატისტებმა მცხეთაში გამართულ ჩემპიონატზე 17 მედალი მოიპოვეს

ახალქალაქელმა ნორჩმა კარატისტებმა მცხეთაში გამართულ ჩემპიონატზე 17 მედალი მოიპოვეს

18–19 აპრილს მცხეთაში გამართულ კარატეს ღია ჩემპიონატზე დამწყებთათვის, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მაჯადიის 17-ვე ნორჩმა სპორტსმენმა საპრიზო ადგილი დაიკავა. მათ 3 ოქროს, 5 ვერცხლის და 9 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ტურნირზე ახალქალაქის მუნიციპალიტეტს 17 სპორტსმენი წარადგენდა და ყველამ საპრიზო ადგილი დაიკავა. მონაწილეები ახალქალაქის სასპორტო სკოლის ფილიალის — სოფელ მაჯადიის სასპორტო სკოლის აღსაზრდელები არიან. შეჯიბრება ჩატარდა დამწყებ სპორტსმენებს შორის, რომლებიც კარატეზე დაახლოებით ორი წელია დადიან. სპორტსმენებს სარგის მარგარიანი წვრთნის.

ჩემპიონატში სულ საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 400-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.

შეჯიბრების შედეგების მიხედვით, სამმა სპორტსმენმა ოქროს მედალი მოიპოვა, ხუთმა — ვერცხლის, ხოლო ცხრამ — ბრინჯაოსი.

ოქროს მედლები (I ადგილი):

ლევონ ღაზარიანი (30 კგ)

არუთიუნ ღაზარიანი (40 კგ)

არუთიუნ ვარდიკიანი (40 კგ)

ვერცხლის მედლები (II ადგილი):

სამველ აფოზიანი (30 კგ)

არტიომ ოვაკანიანი (40 კგ)

გევორგ ალეკიანი (45 კგ)

გრიგორ ალმასიანი (45 კგ)

გორ კორკნციანი (50 კგ)

ბრინჯაოს მედლები (III ადგილი):

არტურ აფოზიანი

ვანიკ აფოზიანი

სტეპან კორკნციანი

სტეპან პარონიანი

არმენ ვარდიკიანი

მარკ საგათელიანი

ჰენრი მაგკარიანი

გორ სააკიანი

სერგეი ვარდიკიანი

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე