მსოფლიოში ოქროს ფასმა მცირედით კვლავ მოიტანა. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულებად 4 792 დოლარი განისაზღვრა, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასზე 0.49%-ით მატებას წარმოადგენს.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 79.36 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 0.09%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
რა ღირს ერთი გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში?
რაც შეეხება საქართველოს, გასულ კვირასთან შედარებით გრამის ფასმა საშუალოდ 5 ლარით მოიმატა. ამ დროისთვის, 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 434 ლარი ღირს, 750 სინჯის – 325 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 254 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 7.21 ლარი ღირს, ხოლო 800 სინჯის ძვირფასი ლითონი 5.77 ლარი ღირს.