რუსთავში 1107 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

20.04.2026 Newsroom სიახლე 508
რუსთავში 1107 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს

ბრალდებულებს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

პოლიციამ თბილისში ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო
26 და 40 წლის მამაკაცებს, რომელთა შორის ერთი წარსულში ნასამართლევი პირია, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
სამართალდამცველებმა რუსთავში მათი პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ასევე, სხვადასხვა ლოკაციიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით – 1.107 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება ე.წ. ბიო.

თეგები: კრიმინალი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე