Numbeo-ს განახლებული მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის, დედაქალაქის ცენტრში 1 კვ.მ. საცხოვრებელი ბინის ფასი ყველაზე მაღალი რუსეთშია, ყველაზე დაბალი კი — თურქეთში.
კერძოდ, კვლევის თანახმად, მოსკოვის ცენტრში 1 კვ.მ. ბინის საშუალო ფასი 11 664 დოლარია, ერევანში — 3 146 დოლარი, თბილისში — 2 473 დოლარი, ბაქოში — 2 280 დოლარი, ხოლო ანკარაში — 1 622 დოლარი.
ქალაქები, სადაც ბინები ყველაზე ძვირია
აღსანიშნავია, რომ იმ ქალაქებს შორის, სადაც საცხოვრებელი ბინები ყველაზე ძვირადღირებულია, შვეიცარიის ქალაქები ლიდერობენ.
კერძოდ, წარმოგიდგენთ იმ 10 ქალაქის სიას, სადაც ყველაზე ძვირადღირებული ბინებია:
ცუგი, შვეიცარია – 32 809 დოლარი;
ჰონგ-კონგი, ჩინეთი – 25 266 აშშ დოლარი;
ციურიხი, შვეიცარია – 25 141 აშშ დოლარი;
სინგაპური – 23 671 აშშ დოლარი;
ჟენევა, შვეიცარია – 23 087 აშშ დოლარი;
თელ-ავივი, ისრაელი – 22 608 აშშ დოლარი;
იერუსალიმი – 20 675 დოლარი;
ლუცერნი, შვეიცარია – 20 544 აშშ დოლარი;
ლოზანა, შვეიცარია – 19 796 აშშ დოლარი;
ნიუ-იორკი, აშშ – 19 711 დოლარი.