Visual Capitalist-ის მიერ მომზადებული მასალების თანახმად, 2000 წლიდან 2025 წლამდე მსოფლიო მოსახლეობა 2 მილიარდზე მეტი ადამიანით გაიზარდა, თუმცა ზრდის ტემპები ქვეყნების მიხედვით მნიშვნელოვნად განსხვავდება.
უკანასკნელი 25 წლის განმავლობაში მოსახლეობის ყველაზე მაღალი პროცენტული ზრდა სპარსეთის ყურის მცირე სახელმწიფოებში დაფიქსირდა, თუმცა გაცილებით მაღალი ზრდის ტემპები იყო ინდოეთში, ნიგერიასა და პაკისტანში.
როგორც Visual Capitalist-ის მონაცემები აჩვენებს, პროცენტული ზრდის ტემპით მცირე ეკონომიკის მქონე ქვეყნები ლიდერობენ. გარდა ამისა, ქვეყნები, სადაც მოსახლეობა ყველაზე მეტად გაიზარდა, ახლა ყველაზე მჭიდროდ დასახლებულთა რიცხვში შედიან.
მაგალითად, 2000 წლიდან ინდოეთში მოსახლეობის მასშტაბური მატება შეინიშნება. კერძოდ, ბოლო 25 წელიწადში ქვეყნის მოსახლეობა 406 მილიონი ადამიანით გაიზარდა (+38%), რაც ინდოეთს თანამედროვე ისტორიაში მოსახლეობის ყველაზე დიდი ნამატის მქონე ქვეყნად აქცევს.
ცნობისთვის, 2023 წელს ინდოეთმა ჩინეთს გადაუსწრო და მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალი ქვეყანა გახდა. გამოცემა წერს, რომ ინდოეთი უახლოეს მომავალში ამ პოზიციას, სავარაუდოდ, არ დათმობს.
ქვემოთ მოცეულია ის 10 ქვეყანა, რომელთა მოსახლეობაც ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე მეტად გაიზარდა:
კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა — 59 მილიონი ადამიანი;
რეიტინგში სულ 25 ქვეყანაა წარმოდგენილი. საქართველო და მეზობელი ქვეყნების უმეტესობა სიაში არ ფიგურირებს. საქართველოს მეზობლებიდან რეიტინგში მხოლოდ თურქეთია მოხვედრილი.
მონაცემების მიხედვით, თურქეთის მოსახლეობა ბოლო 25 წელიწადში 22 მილიონი ადამიანით გაიზარდა, რამაც ქვეყანას Visual Capitalist-ის რეიტინგში 21-ე ადგილი მოუტანა.