გარემოს ეროვნული სააგენტო საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ გაფრთხილებას ავრცელებს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 19-21 აპრილს საქართველოში დროგამოშვებით ნალექია მოსალოდნელი. გარდა ამისა, მაღალმთიან რაიონებში არსებობს ზვავშემთხვევის საფრთხე.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში — მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება (საფრთხის დონე: საშუალო).