ირლანდიურმა ტურისტულ სერვის JustCover-მა მსოფლიოს ყველაზე ფერადი ქალაქების სია შეადგინა. ექსპერტებმა 78 პოპულარული ტურისტული ადგილის ფოტოები შეისწავლეს და სხვადასხვა ურბანულ სივრცეში უნიკალური ფერების რაოდენობა გააანალიზეს.

რეიტინგს 34travel ავრცელებს.

10 ყველაზე ფერადი ქალაქი მსოფლიოში
პირველ ადგილზე 2.6 მილიონზე მეტი სხვადასხვა ფერით პორტუგალიის დედაქალაქი, ლისაბონი გავიდა. ასევე, კიდევ ერთი პორტუგალიური ქალაქი, პორტუ მესამე ადგილზეა.

კერძოდ, მკვლევრები ამბობენ, რომ პორტუგალიური ქალაქები თავიანთი დამახასიათებელი დეტალებით ლიდეორბენ, როგორიც არის შენობების ფასადები პასტელის ფერებით, ისტორიულ უბნებში ტრადიციული აზულეჟუს ფილები, ლისაბონის ცნობილი ყვითელი ტრამვაი და ტერაკოტის, ანუ გამომწვარი თიხისაგან დამზადებული ფერადი კერამიკული სახურავები.

JustCover წერს, რომ ტურისტები სულ უფრო ხშირად ირჩევენ მოგზაურობის მიმართულებებს იმის მიხედვით, თუ როგორ გამოიყურება ქალაქი ფოტოებზე.

მსოფლიოში ყველაზე ფერადი ქალაქების ტოპ 10-ეული ასეთია:

ლისაბონი, პორტუგალია
კუალა-ლუმპური, მალაიზია
პორტუ, პორტუგალია
კარტახენა, კოლუმბია
რიო დე-ჟანეირო, ბრაზილია
გუანახუატო, მექსიკა
ჰავანა, კუბა
ჰანოი, ვიეტნამი
ახალი ორლეანი, აშშ
მედელინი, კოლუმბია

წყარი-bpn.ge