მიმდინარე კვირაში ლარი როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაში გამყარდა.

უფრო კონკრეტულად „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, კვირის დინამიკას:

14 აპრილს 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6963 ლარი გახდა. კურსი, რომელიც იმ დღეს მოქმედებდა, 2.6965 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0002 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1800 ლარი გახდა. მაშინ, როცა იმ დღეს მოქმედი კურსი 3.1519 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0281 ლარი შეადგინა.

15 აპრილს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6954 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0009 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 3.1757 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.

16 აპრილს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6946 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0008 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 3.1734 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0023 ლარი შეადგინა.

17 აპრილს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6936 ლარი გახდა. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.0010 ლარი შეადგინა.

ევროს კურსი 3.1771 ლარი გახდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0037 ლარი შეადგინა.

საბოლოო ჯამში, მიმდინარე კვირაში ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 0.0027 ლარით, ხოლო ევროსთან მიმართებით 0.0029 ლარით გამყარდა.