პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმის დიზაინი განისაზღვრა

15.04.2026 Newsroom სიახლე 1115
პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით სასკოლო ფორმის დიზაინი განისაზღვრა

ცნობილია 1-6 კლასების მოსწავლეთა სასკოლო ფორმების რაოდენობა და ესკიზები, რომლებიც შესყიდვას ექვემდებარება.

განათლების სამინისტროს სსიპ „საგანმანათლებლო რესურსების კომპანიამ“ 2026–2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი კლასების მოსწავლეთა სასკოლო ფორმების ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ მიწოდება ორ ეტაპად განხორციელდება. პირველი ეტაპი მოიცავს საქონლის არანაკლებ 30%-ის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 31 ივლისისა, ხოლო მეორე ეტაპი — დარჩენილი რაოდენობის მიწოდებას არაუგვიანეს 2026 წლის 20 აგვისტოსა.

ოფიციალურ დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ სამინისტრომ პიჯაკების, ქვედაბოლოებისა და შარვლების ბაზრის კვლევა გამოაცხადა.

რაც შეეხება კონკრეტულ რაოდენობას, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, „სასწავლო-მეთოდური მასალების“ შეკვეთით შესასყიდი მოცულობა შემდეგნაირია: 292 ათასი ქალის პიჯაკი, 308 ათასი მამაკაცის პიჯაკი, 438 ათასი ქალის შარვალი, 616 ათასი მამაკაცის შარვალი, 146 ათასი მუხლამდე ქვედაბოლო და 1000 გრძელი ქვედაბოლო.

აღსანიშნავია, რომ „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონის თანახმად, 2026-2027 სასწავლო წლიდან, დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო გახდება, ფორმის ნიმუშს კი სამინისტრო დაამტკიცებს.

თეგები: განათლება
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე