საქართველოდან 78 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს

14.04.2026 Newsroom სიახლე 1009
საქართველოდან 78 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს.

მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა აზერბაიჯანის, ბანგლადეშის, ბელარუსის, ეგვიპტის, თურქეთის, იემენის, ინდოეთის, კამერუნის, ინდონეზიის, ნიგერიის, პაკისტანის, რუსეთის, სომალის, ჩინეთის და სხვა სახელმწიფოების, ჯამში, 78 მოქალაქე.

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე