სამთო მეცნიერებათა აკადემია, ფონდი ონკოპაციენტებისთვის… ვინ იღებს გრანტებს?

01.04.2026 Newsroom სიახლე 1437
სამთო მეცნიერებათა აკადემია, ფონდი ონკოპაციენტებისთვის… ვინ იღებს გრანტებს?

2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით არსებული მონაცემებით, უცხოური გრანტების რეესტრში გრანტის მიმღებთა რაოდენობა 31-ს შეადგენს.

გრანტის მიმღებთა შორის არიან:

  • საქართველოს სამთო მეცნიერებათა აკადემია;
  • საქართველოს ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო;
  • საქველმოქმედო ორგანიზაცია Find Your Way, რომელიც მხარს უჭერს ონკოლოგიური დაავადებების მქონე ზრდასრულებს;
  • როდი სკოტის ფონდი საქართველოში;
  • რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის თვითმმართველობის რესურსცენტრი;
  • პირველი ნაბიჯი საქართველო (First Step Georgia);
  • საერთაშორისო საქველმოქმედო ჰუმანიტარული ასოციაცია „ტაბითა“;
  • საზოგადოებრივი დამცველი;
  • კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის;
  • აფხაზეთის საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი;
  • საერთაშორისო ფონდი კურაციო (Curatio);
  • საქართველოს ებრაელთა საქველმოქმედო ცენტრი „ხესედ ელიახუ“;
  • საქართველოს სურსათის ბანკი;
  • საქართველოს აზერბაიჯანელ ქალთა კავშირი;
  • ქრისტიანთა კავშირი;
  • ბუნების კონსერვაციის საზოგადოება „საბუკო“;
  • საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი;
  • ეკოლოგიური ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომი“;
  • სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაცია;
  • ვიკიმედიის მომხმარებელთა ჯგუფი საქართველო;
  • ებრაული კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი;
  • „ხესედ აბული“;
  • ებრაული მოსახლეობასთან მუშაობის კომიტეტი „JD“ საქართველოში;
  • საქველმოქმედო კავშირი „თემი“;
  • საქართველოს ალიანსი არაგადამდებ დაავადებათა პრევენციისთვის;
  • საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის საქართველოს ასოციაცია;
  • „კონსორტ საქართველო“;
  • „მშობელთა ხიდი“;
  • „საქართველოს სამაცივრო, კრიოგენული ტექნიკისა და ჰაერის კონდიცირების ინჟინერთა ასოციაცია“;
  • „თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის იმპლემენტაციისა და მონიტორინგის ცენტრი საქართველოში“;
  • „აინ რენდის ცენტრი საქართველოში“.
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე