ახალციხეში მამაკაცი ავტომობილის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა

ახალციხეში მამაკაცი ავტომობილის შეჯახების შედეგად გარდაიცვალა

28 იანვარს, ახალციხეში, ყოფილი „ტოვარნაიას“ სადგურის მიმდებარედ, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა,-წერს sknews.ge. მამაკაცი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა.

მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის მსხვერპლს ამჟამად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე