ზოგიერთი საბავშვო საკვები ბაზრიდან ამოღებულია და მომხმარებლებს სთხოვენ, რომ არ გამოიყენონ ისინი

ზოგიერთი საბავშვო საკვები ბაზრიდან ამოღებულია და მომხმარებლებს სთხოვენ, რომ არ გამოიყენონ ისინი

სურსათის ეროვნული სააგენტომ უკვე დაიწყო კვლევა იმპორტირებულ საბავშვო კვების პროდუქტ Picot-თან დაკავშირებით.

უწყების განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიის სწრაფი განგაშის სისტემით (RASFF) ამ პროდუქტზე ოფიციალური შეტყობინება არ შემოსულა, სიფრთხილის მიზნით, სააგენტო სარეალიზაციო ქსელიდან შემდეგი პარტიების ამოღებას აკონტროლებს:

Picot 1 400G — სერია: 8000003312;

Picot 1 800G — სერია: 8000003297;

Picot 2 800G — სერია: 8000003280.

„სააგენტო მოუწოდებს მომხმარებლებს, არ გამოიყენონ აღნიშნული პარტიების პროდუქცია, თუ ისინი უკვე შეძენილი აქვთ“, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

თეგები: ჯანდაცვა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე