ნიკა ეგაძემ საქართველოსთვის ევროპის ფიგურულ სრიალში ოქროს მედალი მოიპოვა

ნიკა ეგაძემ საქართველოსთვის ევროპის ფიგურულ სრიალში ოქროს მედალი მოიპოვა

ქართველმა მოციგურავემ, ნიკა ეგაძემ ინგლისის ქალაქ შეფილდში მიმდინარე ფიგურული ციგურაობის ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

უმაღლეს დონეზე შესრულებული მოკლე პროგრამის შემდეგ ეგაძე პირველ ადგილზე იყო 91.28 ქულით. თავისუფალ პროგრამაში კი 181.72 დაიმსახურა და ჯამში 273 ქულით ევროპის ჩემპიონი გახდა.

შეგახსენებთ, რომ შეფილდში მიმდინარე ტურნირზე ოქროს მედალი ასევე მოიპოვა ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა.

18 იანვარს ევროპის ჩემპიონატზე გალაწარმოდგენა გაიმართება, რომელსაც 19:00 საათიდან საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.

 

თეგები: სპორტი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე