საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება აღარ ექნებათ

საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება აღარ ექნებათ

„ქართული ოცნება“ გეგმავს, აუკრძალოს საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის გარეთ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა.

მოქმედი საარჩევნო კოდექსის თანახმად, საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ეკრძალებათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა არ ეკრძალებათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა. ამ მიზნით, საზღვარგარეთ საარჩევნო უბნები იქმნება.

საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეებს მხოლოდ საქართველოში შეეძლებათ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა.

თეგები: არჩევნები
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე