საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან დამარცხდა

16.11.2025 Sponsored სიახლე 360
საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ესპანეთთან დამარცხდა

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე მეხუთე მატჩი გამართა – თბილისში ესპანეთს უმასპინძლა. შეხვედრა სტუმრებმა მოიგეს – 4:0.

ესპანეთი ევროპის მოქმედი ჩემპიონია, მიუხედავად იამალისა და პედრის არყოფნისა, ძალიან ძლიერი შემადგენლობა ჰყავს, ფავორიტადაც ითვლებოდა და სტატუსი გაამართლა.

პირენეელები პირველივე წუთიდან დაეუფლნენ მოედნის უპირატესობას და ანგარიშიც მალევე გახსნეს: მე-11 წუთზე პენალტი გაიტანა ოიარსაბალმა. ამას მოჰყვა ზუბიმენდის, ტორესის გოლები და პირველი ტაიმი ესპანეთმა 3:0 მოიგო.

მეორე ნახევარში სტუმრებმა ანგარიშში სხვაობა კიდევ უფრო გაზარდეს – 63-ე წუთზე ოიარსაბალმა დუბლი შეასრულა.

ჯგუფის მეორე მატჩში თურქეთმა შინ 2:0 დაამარცხა ბულგარეთი.

ხუთი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჯგუფში მე-3 ადგილზეა, ჩამორჩება ესპანეთსა და თურქეთს და ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსიც აღარ აქვს. ქართველები შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩს 18 ნოემბერს ბულგარეთში გამართავენ. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე