
ახალქალაქელმა მოჭიდავემ ნაირი მელიქიანმა, პროფესიონალური „Gama Fighting Club“ საბრძოლო ხელოვნების ტურნირში მონაწილეობა მიიღო და პირველივე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა მეტოქე-ვლადიმერ იოსელიანი.
«Gama Fight Club»-ის საბრძოლო კლუბი დიდი ხანია რაც ემზადებოდა ამ მოვლენისთვის, მას ისტორიულსა და ქართული საბრძოლო ხელევნებაში ყველაზე ძლიერ ორთაბრძოლას უწოდებდა.
73 კგ წონით კატეგორიაში ნაირი მელიქიანი გრან პრის ფინალურ ეტაპზე გავიდა. 26 აპრილს ფინალში გამარჯვებით, ის არა მხოლოდ კლუბის უძლიერესი მოჭიდავე გახდა, არამედ მთავარი პრიზის-25 000 ლარის მფლობელიც.
ნაირ მელიქიანს აქვს საკუთარი უნიკალური საბრძოლო ტექნიკა – ის ხშირად მოწინააღმდეგეს პირველივე წუთებში ნოკაუტით ამარცხებს.