დღეს საქართველოში გლოვის დღეა

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა. ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, გალის რაიონის სოფელ საბერიოში, ხანძარს 5 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

მათ შორის სახელმწიფო დროშები დაეშვა პარლამენტის შენობაზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და თავდაცვის უწყების შენობებსა და სამხედრო ქვედანაყოფებში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე