საქართველოს დაღუპული პოლიციელების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 2008 წლის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს დაღუპული პოლიციელების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 2008 წლის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს

შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა – შალვა ბედოიძემ, მინისტრის მოადგილეებმა – გიორგი ბუთხუზმა და ალექსანდრე დარახველიძემ, რუსეთ-საქართველოს ომის დროს სამშობლოს სამსახურისთვის თავგანწირულ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.

სამინისტროს ეზოში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული პოლიციელების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და 2008 წლის ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელებმაც.

2008 წლის ომის დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 და სანაპირო დაცვის 5 თანამშრომელი დაიღუპა.

police.ge
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე