სერვის ცენტრს ახალი ავტოსადგომი ექნება

სერვის ცენტრს ახალი ავტოსადგომი ექნება

ახალქალაქის სერვისცენტრის ტექნიკის პარკინგისთვის მერიამ ახალი შენობა გამოყო. შენობაში ამჟამად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც ცენტრის 12 ერთეული ტექნიკა გადაინაცვლებს, მაგრამ მთავარი ადმინისტრაციული ოფისი ძველ ადგილას დარჩება.

IMG_4812

მერიამ სოფლის მეურნეობის ყოფილი შენობა ახალქალაქის სერვისცენტრს გადასცა. ელექტრონულ ტენდერში ოთხი კომპანია მონაწილეობდა, 496 990 ლარის ოდენობით ტენდერი შპს “ეი-ტი-ვი”-მ გაიმარჯვა.

„ადრე თითოეული თანამშრომელი საკუთარ მანქანას სახლის წინ აჩერებდა, ახლა ცენტრის ყველა მანქანა ერთ ადგილას იქნება გაჩერებული. მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, დასრულდების თანავე ჩვენი ტექნიკა იქ იდგება“, – ამბობს სერვისცენტრის დირექტორი მხითარ რსტაკიანი.

IMG_4815

სამუშაოები დაახლოებით ორი კვირის წინ დაიწყო და ხელშეკრულების მიხედვით, 16 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სერვისცენტრში 12 ერთეული ტექნიკაა, აქედან სამი ამჟამად მწყობრიდან გასულია.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე