სიფია მელკონიანს სოციალური დახმარება აღუდგინეს

სიფია მელკონიანს სოციალური დახმარება აღუდგინეს

JNEWS-ში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, მარტოხელა პენსიონერ სოფია მელკონიანს სოციალური დახმარება აღუდგინეს, რაც მესამე თვეა არ მიუღია.

სოფია მელქონიანი მარტოხელა პენსიონერია. ცხოვრობს პენსიით და სოციალური დახმარებით. ჯანმრთელობის პრობლემების გამო მუშაობას ვერ ახერხებს.

JNEWS-ი დაუკავშირდა ახალქალაქის სოციალური დახმარების სამსახურს, სადაც აცნობეს, რომ სოფია მელქონიანს სოციალური დახმარება უკვე აღუდგინეს. სოციალურმა აგენტმა მას ქულები დაუანგარიშა, რომლის მიხედვითაც თვეში 50 ლარს მიიღებს. სოფია მიიღებს ფულს, რომელიც ნამდვილად სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ სოციალური დახმარების მაქსიმალური ოდენობა 60 ლარია.

სოფია მელკონიანის შესახებ მეტი შეგიძლიათ წაიკითხოთ JNEWS-ის სტატიაში:

მარტოხელა, გაჭირვებულ ქალს სოციალური დახმარება მოუხსნეს

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე