სისხლის და იმუნური შრატების იმპორტი 170%-მდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2021 წელს საქართველომ 119,932 მლნ აშშ დოლარის ადამიანის ან ცხოველის სისხლი (სამედიცინო მიზნებისთვის), იმუნური შრატები შეიძინა, 2020 წელს კი – 44,523 მლნ აშშ დოლარის.
ტოპ-10 ქვეყანა, საიდანაც სისხლის და იმუნური შრატების იმპორტი ხორციელდება.
2021 წლის მონაცემები ასეთია:
- ჩინეთი – 33,924 მლნ აშშ დოლარი
- შვეიცარია – 22,135 მლნ აშშ დოლარი
- აშშ – 11,474 მლნ აშშ დოლარი
- საფრანგეთი – 10,631 მლნ აშშ დოლარი
- ბელგია – 9,959 მლნ აშშ დოლარი
- პოლონეთი – 8,415 მლნ აშშ დოლარი
- ინდოეთი – 7,817 მლნ აშშ დოლარი
- გერმანია – 3,399 მლნ აშშ დოლარი
- ჰონ-კონგი – 2,023 მლნ აშშ დოლარი
- გაერთიანებული სამეფო – 1,837 მლნ აშშ დოლარი
გარდა ამისა, სისხლი და იმუნური შრატები შემოდის შემდეგი ქვეყნებიდანაც: ლატვია, ნიდერლანდი, რუსეთი, უნგრეთი, დანია, თურქეთი და ა.შ.
მასალა:www.bpn.ge