სოფელ სამებასთან საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

სოფელ სამებასთან საკმაოდ ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა

საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 08:31 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა, მისი სიდიდე 4.1 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა ბიძგები ბოლო 24 საათში რამდენჯერმე დაფიქსირდა.

თეგები: მიწისძვრა
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე