თოქ -შოუ “იცოდე ვის ირჩევ”-ს სტუმარი – მერობის კანდიდატი მელიქ რაიისიანი

თოქ -შოუ “იცოდე ვის ირჩევ”-ს სტუმარი – მერობის კანდიდატი მელიქ რაიისიანი

Jnews-ის თოქ-შოუს „იცოდე ვის ირჩევ“ სტუმარი პარტია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მერობის კანდიდატი, მელიქ რაიისიანი იყო.

2 ოქტომბრის არჩევნების წინ Jnews-ი თოქ -შოუების სერიას მართავს და სხვადასხვა პარტიების დეპუტატობის კანდიდატებს მასპინძლობს.

სოფელ არაგვას მცხოვრებლებმა, საიდანაც ასევე არის წარმოშობით მერობის კანდიდატი, მას კითხვები პირდაპირ ეთერში დაუსვეს იმ აქტუალურ პრობლემებზე, რომლებიც მოსახლეობას აწუხებს: განათლება, პოლიციელების ოპერატიულობა, ხანდაზმულთა დროსტარების ცენტრის საქმიანობა მიმოიხილეს.

Jnews-ი სტუდიის სტუმარმა ისაუბრა მათი პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის მიერ, შარშან, მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე,  ასევე, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობასა და მის თანმდევ სირთულეებზე. ყურადღება გაამახვილა არჩევნების დროს ჯავახეთის თავისებურებებსა და მრავალ სხვა საკითხზე.

თოქ -შოუ პირდაპირ ეთერში ფეისბუქის გვერდზე გადიოდა. ჩანაწერს შეგიძლიათ ვებსაიტზეც უყუროთ.

თეგები: ვიდეო
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე