კორონავირუსი სომხეთში: 27 ივნისის მონაცემები

კორონავირუსი სომხეთში: 27 ივნისის მონაცემები

სომხეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 69 შემთხვევა გამოვლინდა, ორი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 755 ტესტი ჩატარდა.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სომხეთში „კოვიდ-19“-ის 2 247 97 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 4 508 ადამიანი.

თეგები: სომხეთი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე