რამდენი მასწავლებელი და მოსწავლე დაინფიცირდა კორონავირუსით ამ კვირაში

რამდენი მასწავლებელი და მოსწავლე დაინფიცირდა კორონავირუსით ამ კვირაში
ინტენსიური მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით კორონავირუსი მასწავლებლების და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის 0,1%-ს და მოსწავლეების 0,03%-ს დაუდასტურდა, იტყობინება საქართველოს განათლების სამინისტროს პრესსამსახური.

უწყების ინფორმაციით, მშობლების განცხადების საფუძველზე, ან კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში, ამ კვირაში მთელს ქვეყანაში საგანმანათლებლო პროცესი მთლიანად დისტანციურ რეჟიმში ჩატარდა 11 სკოლაში და 109 ცალკეულ კლასში.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე