კვების ობიექტები დღეიდან ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ

კვების ობიექტები დღეიდან ღია სივრცეებში სტუმრების მიღებას შეძლებენ

საქართველოში დღეიდან კვების ობიექტები, მათ შორის რესტორნები, ღია სივრცეში სტუმრების მიღებას შეძლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ფარგლებში მიიღო.

კვების ობიექტებს საქმიანობა შესაბამისი რეკომენდაციების დაცვით შეეძლებათ. როგორც შრომის ინსპექციაში განმარტავენ, კვების ობიექტებს მოეთხოვებათ თერმოსკრინინგის ჩატარება, მაგიდებს შორის დისტანციის დაცვა, ასევე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება.

რეგულაციების დარღვევის შემთხვევაში, ფიზიკური პირებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის შემთხვევაში კი – 10 000 ლარის ოდენობით.

თეგები: თბილისი
გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე