ამირან გამყრელიძეს COVID-19 გამოუვლინდა

ამირან გამყრელიძეს COVID-19 გამოუვლინდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს, ამირან გამყრელიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა,  – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

მათივე ინფორმაციით, ამირან გამყრელიძეს კონტაქტი ჰქონდა ინფიცირებულთან, ის თავს კარგად გრძნობს და სიმპტომები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ დღეს COVID-19– ის 12,735 აქტიური შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში. აქედან 1001 პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო 346 ფილტვების ხელოვნურ სავენტილაციო სისტემაზეა მიერთებული.

გაზიარება: Facebook Telegram

იხილეთ ასევე